logo
ENG



"მითხრეს, საფრთხეს წარმოვადგენთ" - ბელარუსიდან გამოქცეულებს ოცნება თავშესაფარს არ აძლევს

20 ოქტ 202413:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/20/84xeex19jaezgm6.png

ბელარუსიდან გამოქცეულებს საქართველოს ხელისუფლება თავშესაფარზე უარს ეუბნება. საქმეების ნაწილი სასამართლომდე არის მისული.

ბელარუსები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ფორმულას უყვებიან, რომ წლების განმავლობაში, ათასობით მსურველიდან ერთის მოთხოვნაც კი არ დაკმაყოფილდა, ეს კი მათი თქმით, განსაკუთრებული პრობლემაა მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკოს ახალი ბრძანებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ბელარუსებს სამშობლოს გარეთ პასპორტების განახლება აეკრძალათ.

მათივე თქმით, პასპორტის გარეშე ქვეყანას ვერ ტოვებენ, ხოლო ბელარუსში დაბრუნება ლუკაშენკოს რეჟიმთან დაპირისპირების გამო არ შეუძლიათ.

"უკვე წელიწად-ნახევარია საქართველოში ვარ. ჩემი შვილის პასპორტს ვადა გაუვიდა - ის 6 წლის არის. ახალი დოკუმენტის დამზადება ვითხოვე, პასუხად კი უარი მივიღე. განმიმარტეს, რომ მე და ჩემი შვილი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოვადგენთ და მე არ მესმის ეს როგორ არის შესაძლებელი. სად ხედავ საფრთხეს, როცა პატარა, 6 წლის ბავშვი ცდილობს პასპორტის მიღებას. უარის პასუხში წერია, რომ მე 30 დღეში უნდა დავტოვო საქართველო, მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძლია, რადგან ჩემ შვილს დოკუმენტი არ აქვს - ბელარუსში დაბრუნება საშიშია. იქ რეპრესიები გველოდება, მრავალწლიანი პატიმრობის სახით და არამხოლოდ, ბელარუსში სიკვდილით დასჯაც მოქმედებს. სიტუაცია რთულია, მხოლოდ ის გვინდა, რომ საქართველომ საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს", - ამბობს ბელარუსის მოქალაქე ფორმულასთან საუბარში.


close დახურვა